|
2016-12-16 11:32:29, 1968 ნახვა
ეკონომიკა
პროექტის- „უძრავი ქონების ლაბორატორიის“ ფარგლებში ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა
თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თიბისი ბანკიდან აცნობეს, თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გამოკვლევის მიზნით დამუშავდა ა.წ. ოქტომბრის თვის 5000-მდე ტრანზაქცია. 2016 წლის ოქტომბერში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე დაფიქსირდა 3199 ტრანზაქცია, რაც წინა თვესთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. ბაზრის აქტივობის მცირე კლების მიუხედავად, ოქტომბერში თბილისის უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 43.5%-ით აღემატება წინა წლის მონაცემს. უმნიშვნელოდ შემცირდა თბილისის წილი (0.2%-ით) ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდვებში. დედაქალაქში ოქტომბერში ყველაზე მეტი ტრანზაქცია საბურთალოზე დაფიქსირდა (675 ერთეული, თბილისის გაყიდვების 21.1%). გაყიდვების მოცულობის მხრივ მეორე და მესამე ადგილებს შესაბამისად ვაკე (559 ერთეული, 17.5%) და სამგორი (352 ერთეული, 11.0%) ინაწილებენ. ამ წლის იანვარ-ოქტომბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი უძრავი ქონების მიწოდება (დასრულებული მშენებლობების რაოდენობა და მოცულობა) თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე. 10-თვიან პერიოდში ახალი შენობების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 53.6%-ით გაიზარდა და 605 ერთეული შეადგინა (480 საცხოვრებელი უძრავი ქონება, 125 კომერციული უძრავი ქონება). ამავე პერიოდში ახალი შენობების მოცულობა წინა წელთან შედარებით 74.2%-ით გაიზარდა და 1 202 828 კვ.მ შეადგინა (990 129 კვ.მ საცხოვრებელი უძრავი ქონება, 212 699 კვ.მ კომერციული უძრავი ქონება). ოქტომბერში შემცირდა საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის (-3.3% წინა წელთან შედარებით) და ქირის ფასის (-4.9% წინა წელთან შედარებით) ინდექსები. ამასთან, 1 კვ.მ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასმა 877 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ქირის საშუალო ფასმა - 7.41 აშშ დოლარი. ოქტომბერში მთაწმინდა იყო ყველაზე ძვირი რაიონი როგორც გაყიდვის საშუალო ფასის (1 048 აშშ დოლარი), ისე ქირის საშუალო ფასის (8.63 აშშ დოლარი) მიხედვით; ყველაზე იაფი რაიონი კი გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით იყო სამგორი (520 აშშ დოლარი), ხოლო ქირის ფასის მიხედვით - გლდანი (4.13 აშშ დოლარი). ამავე თვეში შემცირდა კომერციული ქონების გაყიდვის ფასის (-11.1% წინა წელთან შედარებით) და იჯარის ფასის ინდექსებიც (-13.7% წინა წელთან შედარებით). ამასთან, 1 კვ.მ კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 133 აშშ დოლარის, ხოლო იჯარის საშუალო ფასი - 10.22 აშშ დოლარის დონეზე დაფიქსირდა. თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი პუბლიკაციის ნახვა შესაძლებელია ISET- ის ვებგვერდზე (R )
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)