|
2016-12-15 14:35:24, 2154 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: გადასანაწილებელი ხმები გვრიტებივით გადაინაწილეთ ერთმანეთში „ოცნებამ
გადასანაწილებელი ხმები გვრიტებივით გადაინაწილეთ ერთმანეთში "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძროაბამ", - ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ირმა ინაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოსვლისას. ინაშვილის განცხადებით, კონსტიტუცია საარჩევნო კოდექსთან შეუსაბამობაშია. "მე არ მინდა გაგახსენოთ, ეს არჩევნები, წინა არჩევნებიც. არ იყო ეს არჩევნები იდეალური და ნურც იმ პროცენტებს ნუ დავითვლით, ვინ 3% გადალახა და ვინ 5%, თორემ მერე გაირკვევა, რომ ის ნახევარი მილიონი ხმა ჩემს ქვედა იარუსზე, რომ სხედან ამ ბატონებს და ქალბატონებს არ მიუღიათ. ეს საკონსტიტუციო კომისია ძალიან კარგი იქნება თუ დაიწყებს საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მუშაობას. კონსტიტუცია შეუსაბამობაშია საარჩევნო კოდექსთან. 14 მანდატიდან 4 მანდატი ჩვენ გვექუთნოდა და ეს იქნებოდა დემოკრატიული გადანაწილება", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)