19:56 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 16:43:17, 2192 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 5%-ით გაზრდილია

„მოგების გადასახადის რეფორმა ყოველწლიურად 500 მილიონი ლარის ლიკვიდობას შექმნის ჩვენს კერძო ბიზნესში, რაც იმას ნიშნავს, რომ 10,000-ობით სამუშაო ადგილი შეიქმნება", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, რეფორმის შედეგად კერძო სექტორის ინვესტიციები იქნება წახალისებული, ის ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის დაინტერესებას, ინვესტიცია საქართველოში განახორციელონ. 

საქართველოში საინვესტიციო ვითარებაზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ 2014 – 2016 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2016 წლის 3 კვარტლის მონაცემების თანახმად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 5%-ით გაზრდილია, წლის ბოლომდე მისი მოცულობა 1.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
 
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ბიზნეს მეგობრული გარემოს გაუმჯობესება, რათა სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიცია განხორციელდეს, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის დასაქმების მაჩვენებელს და აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics