|
2016-12-12 16:12:58, 1928 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანა დოლიძე: გაუგებარია, რა ლოგიკით ხდება საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა ლოგიკით ხდება საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება. როგროც დოლიძემ აღნიშნა, თუ ფორმირება ხდება იმ მანდატის მიხედვით, რომელიც ხალხმა მისცა გარკვეულ პარტიებს, მაშინ პრეზიდენტმა 2013 წელს ამომრჩეველთა 62 % მიიღო, რამაც მას შესაძლებლობა უნდა მისცეს შესაბამისი რაოდენობის ადამიანებით დააკომპლექტოს კომისია. „თუ პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა ან პრეზიდენტთან კომისიის შექმნა არ მოხერხდა იმიტომ, რომ პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაშინ რა ლოგიკით ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოწვევა, რადგან ბუნებრივია, მათაც არ აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. თუ შემადგენლობის ფორმირება მოხდება იმ მანდატის მიხედვით, რომელიც ხალხმა მისცა გარკვეულ პარტიებს, ან წარმომადგენლებს, ანუ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის მიხედვით, მაშინ საქართველოს პრეზიდენტს 2013 წელს მიღებული აქვს დაახლოებით 62 პროცენტი, შესაბამისად, მას უნდა ჰქონდეს უფლება შესაბამისი რაოდენობის ადამიანებით დააკომპლექტოს კომისია", - განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)