|
2016-12-10 15:33:42, 2207 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იანოშ ჰერმანი: ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საქართველო საკმაოდ კარგ პროგრესს განიცდის
ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საქართველო საკმაოდ კარგ პროგრესს განიცდის. ამი შესახებ ჰერმანმა სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. "დღეს სახალხო დამცველისგან ყოველწლიური ანგარიში მოვისმინეთ. უნდა ვთქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველო კარგად ვითარდება და ჩვენ გვეამაყება, რომ ეს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფონზე მიმდინარეობს. ანგარიშის თანახმადაც არის რამდენიმე სფერო, რომელიც ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით გარკვეულ სტანდარტებამდე მიღწევას საჭიროებს, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც დადებითია. ანგარიშიდან ჩანს, რომ ძირითადი პრობლემები მაინც ქალთა მიმართ ძალადობასა და უმცირესობების დისკრიმინაციას ეხება. მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ამ სფეროს უფრო მკაცრად დაარეგულირებენ. დღეს, ქალბატონმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პარლამენტი გარკვეულ ზომებს მიიღებს ამ სფეროს დასარეგულირებლად და ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა", - განაცხადა ჰერმანმა. ელჩის თქმით, ევროკავშირი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)