|
2016-12-10 13:50:42, 1992 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: ადმინისტრაციული რესურსის შემცირება, ავტომატურად ადამიანების სამსახურიდან დათხოვნას არ ნიშნავს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის შემცირება ავტომატურად ადამიანების სამსახურიდან დათხოვნას არ ნიშნავს. როგორც ბესელიამ განმარტა, საუბარია იმაზე, რომ ყველა უწყება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ დაზოგოს ადმინისტრაციული ხარჯები. "ეს აუცილებელია, რომ შეიზღუდოს ყველაფერი ის, რისი შეზღუდვაც შეუძლიათ საჯარო მოხელეებს. თუ ამ პროცესში იქნება საუბარი კადრების ოპტიმიზაციაზე, ეს კარგად, გააზრებულად, გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს. აქცენტი არ კეთდება ადამიანების გათავისუფლებაზე. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს, მაგრამ საჯარო სამსახურში საჭირო იქნება რესურსების სწორედ განაწილება. ეს რესურსი შეეხება ყველაფერს", - აღნიშნა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)