|
2016-12-08 18:58:58, 1638 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის თავმჯდომარე მანფრედ ვებერს, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცს ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის წამყვანი პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა: „მადლობას გიხდით, მანფრედ ვებერ, ევროპარლამენტში გაწეული დიდი შრომისთვის. საქართველო და ქართველი ხალხი ვიზალიბერალიზაციის პროცესის სწრაფ დასრულებას ელოდება“, - პასუხობს გიორგი კვირიკაშვილი მანფრედ ვებერს. „მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი დანაპირებს ასრულებს. ახლა კი მოდით მივიღოთ დამსახურებული ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი საქართველოსთვის“, - აღნიშნავს პრემიერმა იოჰანეს ჰანის საპასუხოდ. „თითქმის მანდ ვართ. მადლობას გიხდით ვიზალიბერალიზაციის საკითხში საქართველოსადმი გამოჩენილი მხარდაჭერისთვის", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკს. „გასულ კვირას ჩატარებული კარგი შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით იმ სამუშაოსთვის, რომელიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თვალსაზრისით გაწიეთ. ახლა ევროპარლამენტის მხრიდან პროცესის სწრაფ დამტკიცებას ველოდებით", - წერს საქართველოს პრემიერი და ევროპარლამენტის პრეზიდენს მარტინ შულცს მადლობას უხდის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)