|
2016-12-08 12:23:14, 1864 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით მუშაობა მრავალი წლის წინ დაიწყო, არ მინდა ეს პროცესი მხოლოდ „ოცნებამ“ მიიწეროს
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ე.წ. შეჩერების მექანიზმის მიღებაზე გუშინ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები მალე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ამავდროულად კალაძე ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით მუშაობა მრავალი წლის წინ დაიწყო და ეს პროცესი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეწეროს. „ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება. პრემიერ-მინისტრის დამსახურება. მისი ბოლო ვიზიტი მინდა გამოვყო. მთლიანად ეს პროცესი არ მინდა მიეწეროს „ქართულ ოცნებას“. ძალიან ბევრი წლის წინ დაიწყო ამ მიმართულებით მოძრაობა, მსველობა. ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ჩვენს ქვეყანაში როგორც წინა, ასევე იმის წინა ხელისუფლების დროს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი დავაგვირგვინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები დარბიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლობელობა ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას“, -განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)