|
2016-12-06 17:54:45, 1905 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვახტანგ ყოლბაია: რუსული მხარე ცდილობს, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობა კვლავ შეამციროს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების შესაძლო შემცირების საკითხს გამოეხმაურა. ყოლბაიას განცხადებით, ბოლოდროინდელი მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ რუსული მხარე ცდილობს, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობა კვლავ შეამციროს: „მდინარე ენგურზე გადასასვლელი პუნქტების შემცირების თემა ძალიან აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით და თავად აფხაზური მხარის ნებით ამ საკითხებისადმი დამოკიდებულება პერმანენტულად იცვლება. ბოლოდროინდელი მოვლენები კი იმაზე მიუთითებს, რომ რუსული მხარე ცდილობს ისევ შეამციროს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობა. თავდაპირველად მათი რაოდენობა ექვსი იყო და ოთხამდე შეამცირეს, ხოლო ახლა კი ამ რაოდენობის განახევრება გადაწყვიტეს. რთული წარმოსადგენია, თუ როგორ უნდა შეძლოს ამხელა მოსახლეობამ მხოლოდ ორი გადასასვლელის საშუალებით გადაადგილება, მაშინ როცა თავად სოხუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მათ შორის, იგივე ნადარაია აცხადებენ, რომ ამ გადასასვლელებით ორივე მიმართულებით ჯამურად დროდადრო თითქმის 1 200 000 ადამიანი სარგებლობს. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობამდე ჩვენ ვაპირებთ ქალბატონ ქეთი ციხელაშვილთან და მის მოადგილესთან ერთად ვიმსჯელოთ ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რომლებიც ქართულ მხარეს აწუხებს, მათ შორის იქნება ქართული ენის სწავლების საკითხი და სხვა. მე ვფიქრობ, რომ მაინც რთული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სოხუმთან ერთად ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება“,-ამბობს ვახტანგ ყოლბაია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)