|
2016-12-06 13:34:48, 1583 ნახვა
კომენტარი
ნარმანია: მოვუწოდებ მერიის თანამშრომლებს, ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, როცა გადამზადების ტრენინგებს ვგეგმავთ
„მოვუწოდებ მერიის თანამშრომლებს ,რომ ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგებს, აქცენტი გავაკეთოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, აქცენტი უნდა გაკეთდეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ტრენინგებზე, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვიდრე პროტოკოლისა და ეტიკეტის სწავლება. „მინდა, გამოვეხამაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს, მერიის სისტემის ფარგლებში ჩასატარებელ ტრენინგებთან დაკავშირებით. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით ევალება ტრენინგების ჩატარება და პერიოდულად თანამშრომლების გადამზადება. საკანონმდებლო ვალდებულებაც რომ არ იყოს, მე პირადად ვთვლი, რომ ეტაპობრივად მერიის უწყებებებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადაამზადონ, რათა არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ტრენინგებზე უნდა ავიღოთ მეტი აქცენტი, ალბათ ამ შემთხვევაში ასეც უნდა გაგვეკეთებინა, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვიდრე პროტოკოლის და ეტიკეტის სწავლება. ამიტომ მოვუწოდებ მერიის თანამშრომლებს, რომ ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგებს, აქცენტი გავაკეთოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე",-განაცხადა დავით ნარმანიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)