|
2016-12-05 18:41:16, 2041 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
გიორგი არობელიძე: მიუხედავად პოზიტივისა, პირადად მე ვფიქრობ, რომ მე-6 კორპუსში უნდა დავრჩეთ
აუდიტორია 115-ისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეწყდება თსუ-ს მე-6 კორპუსის პიკეტირება. აუდიტორია 115-ის წარმომადგენელის გიორგი არობელიძის განცხადებით, კომიტეტის ყველა წევრი თანხმდება, რომ ცვლილებები საჭიროა და რომ სტუდენტური თვითმმართველობა დღევანდელი ფორმით არ უნდა არსებობდეს: „ვთანხმდებით, რომ აუცილებელია იმგვარი ფორმის შემუშავება, რომელიც ერთის მხრივ ყველა სტუდენტს მისცემს საშუალებას, თანაბრად ჩაერთონ უნივერსიტეტის მართვის პროცესში და მეორეს მხრივ, მოხდეს რესურსების თანაბრად გადანაწილება“,-აღნიშნა გიორგი არობელიძემ. პირადად მისი პოზიციაა, რომ სანამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, პროტესტი არ შეწყდეს: „თუ გავითვალისწინებთ მთელ ამ პერიოდს, გამოცდილებას, ჩემი მოსაზრებაა, რომ მიუხდედავად ყველაფრისა, პოზიტივისა, რაც იყო პარლამენტის წევრების მხრიდან, უნდა დავრჩეთ მე-6 კორპუსში. აუდიტორია 115-თნ გავივლით კონსულტაციებს“,-განაცხადა აუდფიტორია115-ის წარმომადგენელმა გიორგი არობელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)