|
2016-11-28 16:49:42, 2272 ნახვა
მსოფლიო
კიევის რაიონულ სასამართლოში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვა მიმდინარეობს
კიევის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვა დაიწყო, - ამის შესახებ იფნრომაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, იანუკოვიჩი როსტოვის საოლქო სასამართლოში იმყოფება და კიევის სასამართლოს ვიდეოკავშირით ერთვება. როგორც მედია წერს, დაკითხვისთვის 3,5 საათია გათვალისწინებული. უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, ვიქტორ იანუკოვიჩის ჩვენება ვიდეოტრანსლაციის საშუალებით 25 ნოემბერს უნდა მიეცა, თუმცა დაკითხვა გადაიდო დარბაზში საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელების გამოუცხდებლობის გამო. ბრალდებულთა სასამართლოში გადაყვანა აქციის მონაწილეების მიერ წინასწარი დაკავების იზოლატორის ბლოკირების გამო გახდა შეუძლებელი. ცნობისთვის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვა 2014 წლის თებერვალში მაიდანზე აქტივისტების დახვრეტის საქმესთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო. პროცესზე ბრალდებულია სპეცდანიშნულების რაზმის “ბერკუტის” 5 ყოფილი თანამშრომელი. მათ ბრალად ევრომაიდნის აქტივისტებისთვის ცეცხლის გახსნა ედებათ. აღნიშნულ საკითხზე ჩვენება უკვე მისცა მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. მისი დაკითხვა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურატურა 8 საქმეს იძიებს, რომლებშიც ვიქტორ იანუკოვიჩი მთავარი ეჭვმიტანილია. შეგახსენებთ, რომ კიევში 2014 წლის თებერვალში მომხდარ მოვლენებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)