03:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 17:22:28, 483 ნახვა

ქუმსიშვილი: დაწყებულია პროცედურები, რათა 2017 წელს ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია ჩინეთში საბაჟო გადასახადების გარეშე შევიდეს

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ახალ საექსპორტო ბაზრებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტოდ მოკლე პერიოდში მოახერხა და წარმატებით დაასრულა ჩინეთის მხარესთან მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამჟამად დაწყებულია შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები, რათა მომავალი წელს საქართველოში წარმოებული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შევიდეს. მათ შორის, ქართული სასურსათო პროდუქცია და აგრომრეწველობის პროდუქტები - ღვინო, სპირტი და აგრეთვე მინერალური წყლები.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ძალიან კარგი ტენდენციებია - 2016 წელს საქართველო ჩინეთის ბაზარზე ხუთი მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვას ელოდება, საბაჟო მოსაკრებლის (დაახლოებით 42 პროცენტი) გაუქმების შემდეგ კი საქართველოში წარმოებული სპირტიანი სასმელებთან მიმართებაში კარგი კონკურეტული უპირატესობა ექნება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics