|
2016-11-24 16:28:16, 1274 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი ოთო კახიძეს: მესმის, რომ თქვენ არ მოგწონვართ და ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია
„ვანო მერაბიშვილის საქმეზე თქვენ იყავით ადვოკატი და გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ გამარჯვებად ასაღებთ არ არსებობს დღეს, იმიტომ რომ გასაჩივრდა დიდ პალატაში და დიდმა პალატამ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არ შედის ძალაში“, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის კითხვას, რომლის შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს ეხებოდა. მინისტრობის კანდიდატმა კახიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მარტში საქმის განხილვა ნულიდან დაიწყება. „ჩვენ მარტში, დიდ პალატაში დავიწყებთ ამ საქმის ნულიდან განხილვას. ამიტომ 8 მარტს მოემზადეთ თუ კი ისევ თქვენ იქნებით ადვოკატი, რომ თავიდან დაიცვათ ეს საქმე. კარგად მესმის, რომ თქვენ ამ საქმეზე როგორც ადვოკატს მოთხოვნილი გქონდათ ან პატიმარს რაში თხოვთ ფულს 39 ათას 390 დოლარს და სტრასბურგმა მოგანიჭათ 4000 ათასი ევრო. ესეც არ შევიდა ძალაში და ეს ფული თუ გადარდებთ მოგიწევთ მოიცადოთ, რომ თუ ისევ გაიმარჯვებთ მოგანიჭებთ ფულს სასამართლო. მიიღებთ ამ თანხას, მე არ ვიცი რა გადარდებთ. ეს არის წმინდა სამართლებრივი პროცესი. ამ 4000 ევროს დღეს მიიღებთ თუ ხვალ ნუ გადარდებთ. ყოველ შემთხვევაში ვანოს საქმეზე ის რაც ითქვა, ითქვა. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს კაცი წინასწარ პატიმრობაში იყო კანონიერად. მესმის, რომ ეს თქვენ გწყინთ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)