|
2016-11-24 15:47:17, 1372 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი ელენე ხოშტარიას: მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით
„ძალიან მიჭირს სერიოზულად ვუპასუხო თქვენს კითხვებს, მაგრამ ასეთია ჩემი პასუხისმგებლობა და შესაბამისად გიპასუხებთ“,-ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრს ელენე ხოშტარიას. „ქალბატონო ელენე ნუ შემაწყვეტინებთ, მე არც ბავშვობაში, არც ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით გახსოვთ ეს. არც ფეხბურთში არ გეჯიბრებოდით. ამიტომ ჩვენ სხვადასხვა ადგილას ვიყავით და ვართ. მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ ძველბიჭობდით პლეხანოვზე. ეს არ არის ჩემი სტილი. მე ასევე გისამძიმრებთ, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარი ზიხართ იქ სადაც ზიხართ. ოთო კახიძის გვერდით, გისამძიმრებთ ამ მორალურ, დროებით იმედია კრახს. კაცი, რომელიც ვანოს იცავს დღეს და იმის გვერდში ზიხართ დღეს. მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც ვერ წამართმევს ვერავინ, მათ შორის მორალური კრახის პირობებში მყოფი ქალბატონი დეპუტატი, რომელმაც უღალატა ირინა ენუქიძის ხსოვნას და მოკალათდა ოთო კახიძის გვერდით“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)