|
2015-03-21 18:50:35, 519 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ერთი რამე, ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმევა
„ერთი რამე, ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმევა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა „თავის ყოველდღურ ტყუილებში ბოლომდე გაიჭედა და გაიხლართა“. „ქვეყანა ღარიბდება, ოჯახები ისევ წელში წყდებიან, საქართველო ისევ დაჩოქვისკენ მიდის, საწარმოები და სხვა ბიზნესები იხურება, სამუშაო ადგილები იკარგება და ერთი რამე, ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმევა. ივანიშვილის ოცნებას ხალხისთვის ხეირი არ მოაქვს. ამ მთავრობამ, რომელმაც მიიღო ხალხის დიდი ნდობა, სულ რაღაც ცოტა ხნის წინ, ეს ნდობა მთიანად გაფლანგა, დახარჯა და ახლა არის მთლიანად გაკოტრებული, პრაქტიკულად მთელი საქართველოს და მსოფლიოს თვალში. ეს მთავრობა მთელ ამ პერიოდში, თავის ყოველდღურ ტყუილებში ბოლომდე გაიჭედა და გაიხლართა. ტყუილი აღმოჩნდა მისი უკლებლივ ყველა დაპირება. ტყუილი იყო დაპირება, დენისა და გაზის გაიაფებაზე, ტყუილი იყო დაპირება იმის შესახებ, რომ უფასოდ მოგიხნავდნენ, მიწას დაგიმუშავებდნენ და უფასოდ მიგიტანდნენ გასაღების ბაზარზე, ტყუილი იყო დაპირება უფასო ფულზე და უფასო კრედიტებზე ბანკებიდან, ტყუილი იყო დაპირება, რომ რუსეთთან დაგვილაგებდნენ ურთიერთობას და ნატო-ში შეგვიყვანდნენ. ახლა საკითხი იმაზე კი არ დგას ვინ რომელ პარტიაში ვართ, ვის როგორი წარსული ან შეხედულებები გვაქვს, ახლა საკითხი დგას ასე, მოვაშორებთ თუ არა ხელისუფლებას თავის საცეცებით, ამ ტყუილებით ქვეყნის გამბერავ ოლიგარქს და დავიხსნით თუ არა საქართველოს მისი მარწუხებისგან, იმ ტყუილებისგან, რომელიც მათ ქვეყანას თავს მოახვიეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)