|
2016-11-24 14:00:12, 1420 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იზორია ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე: საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის ვერ წავიდოდი
„საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის მე ვერ წავიდოდი, კონკრეტული თემისთვის ჩვენ შევთანხმდით, რომ შედგება ნატო-საქართველოს კომისია, მათ შორის რუმინეთში, რომელიც მთავრობას იანვარში დააკომპლექტებს და უფრო კონკრეტულად ჩამოყალიბდება ჩვენი თანამონაწილეობის საკითხზე. ეს საკითხი იქნება თებერვალში განხილული“,-ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელენე ხოშტარიას კითხვას თუ რატომ არ მიიღო მან მონაწილეობა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე. იზორიას თქმით, მისი პრიორიტეტის თანხები დაიზოგოს და არამხოლოდ ეკარნზე გამოჩენის მიზნით ჩასვლა ბრიუსელში. „მეძლევა შესაძლებლობა საზოგადოებას ავუხსნა და ვუთხრა. იქ ჩემი ჩასვლა და უბრალოდ მოსმენა მხოლოდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე თუ სერიოზულად და საგნობრივად მივუდგებით საკითხს, გეუბნებით, რომ ამ თემაზე მსჯელობა და პროცესი მიმდინარეობს და უშუალოდ ჩვენ გენერალურ მდივანთან შეთანხმებით, აქ წარმომადგენლობასთან ინტენსიური დიალოგის საფუძველზე შეხვედრას სწორედ თებერვალში ჩავატარებთ. თუ ბრიუსელში წასვლაზეა საუბარი, სამ დღეში მივემგზავრებით, მეც ვარ ამ დელეგაციაში და შევხვდებით გენერალურ მდივანს, მაგრამ შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხი, ეს იქნება თებერვალში განხილვის თემა. აქედან გამომდინარე ჩემი იქ ყოფნის აუცილებლობას ნამდვილად ვერ ვხედავდი. რაც შეეხება ჩემს საერთაშორსო ვიზიტებს, ინტენსიურად ვგეგმავ იანვრის თვეში, პირველი მიწვევები მაქვს ფინეთში, ესტონეთსა და შვედეთში, ხოლო თებერვალში ბრიუსელში კონკრეტული ამოცანით და კონკრეტული საგნობრივი შეხვედრით და არა ხმოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს არის ჩემი პრიორიტეტი, რომ თანხები დაიზოგოს და არამხოლოდ ეკრანზე გამოჩენის მიზნით ჩავიდე ბრიუსელში“,-განაცხადა ლევან იზორიამ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)