|
2016-11-23 12:11:16, 2242 ნახვა
მსოფლიო
ხარკოვში მასწავლებელი დააკავებს, რომელიც 13 წლის გოგონას გაყიდვას ცდილობდა
ხარკოვის ოლქში სამართალდამცველებმა სკოლის მასწავლებელი დააკავეს, რომელიც 13 წლის გოგონას გაყიდვას ცდილობდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გოგონა სპეცინტერნატში ცხოვრობდა, რომელიც ძნელად აღსაზრდელი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. აღნიშნული ინფორმაცია, თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა და 52 წლის მასწავლებლის და გოგონას ფოტოები ატვირთა. სპეცოპერაცია 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ავაკოვის თქმით, ბავშვის "მყიდველმა" მიახვედრა მასწავლებელს, რომ გოგონას ყიდვა ორგანოების შემდგომი ამოღებისა და გაყიდვის მიზნით ხდება. "მყიდველი" ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებოდა და მასწავლებელს გოგონას ფოტოსა და ჯანმრთელობის ცნობაში 40 დოლარი გადაუხადა. მედიის ცნობით, მასწავლებელი გალინა კოვალენკო უკრაინულს, რუსულს და ლიტერატურას ასწავლიდა სკოლაში და მას 20 წელზე მეტი სტაჟი აქვს. რუსული მედიის ინფორმაციით, კოვალენკომ მეუღლესთან საუბარში აღნიშნა, რომ ის უდანაშაულოა და მას ყველაფერი მოუწყეს. შინაგან საქემთა მინისტრის განცხადებით, კოვალენკო 1 წლის განმავლობაში აწყობდა გოგონას გაყიდვის გეგმას. მისივე თქმით, გალინა კოვალენკო თვითონ ეძებდა მყიდველებს. როგორც ავაკოვმა აღნიშნა, ბრალდებული მაშინ დააკავეს, როდესაც მან არასრულწლოვანი ინტერნატის ტერიტორიიდან გამოიყვანა, შეხვდა "მყიდველს" და ფული გამოართვა. BBC-ის ცნობით, თუ კოვალენკოს ბრალი დაუმტკიცდა მას 12 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)