|
2016-11-22 15:48:54, 1364 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნოდარ ხადური: ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის ხედვას, რომ ფინანსთა სამინისტროში ცვლილებები იყო საჭირო
ფინანსთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმატება უსურვა. ნოდარ ხადური იზიარებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას, რომ ფინანსთა სამინისტროში ცვლილებები იყო საჭირო. „უპირველეს ყოვლისა, მინდა წარმატება ვუსურვო მთავრობის ახალ შემადგენლობას და განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროს მომავალ ხელმძღვანელს. ძალიან საინტერესო სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის შეცვლას, 4 წელი ვიყავი მე-8 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით ფინანსთა მინისტრი და მეც აბსოლუტურად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის ხედვას, რომ საჭირო იყო ცვლილებები ფინანსთა სამინისტროში. დარწმუნებული ვარ, ახალი ფინანსთა მინისტრი წარმატებით გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)