|
2016-11-22 15:32:10, 1372 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიის სტაბილურობა სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია
„მედიაში მიმდინარე პროცესები კვლავ არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, გარემო თვისობრივად გაუმჯობესდა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მედიაში მიმდინარე პროცესებმა არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“,-ამის შესახებ პრეიზდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ის საკითხებია, რაზეც საქართველოს პრეზიდენტს მუდმივად უწევს საუბარი ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე. „პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიაში სტაბილურობა, ჟურნალისტური საქმიანობის დაცულობა, არის სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ყველა კითხვას და ეჭვს, რომელიც მედია თემატიკასთან დაკავშირებით არსებობს, უნდა გაეცეს გასაგები და გამჭვირვალე პასუხი. საქართველოს პრეზიდენტი მომავალშიც აქტიურად მიადევნებს თვალს ყველა პროცესს, რომელიც მედიას ეხება და გააგრძელებს მედიის დაცვასა და მხარდაჭერას“,-განაცხადა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)