|
2016-11-18 17:38:28, 1530 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება პირველი რიგის ამოცანა არ არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება არ არის პირველი რიგის ამოცანა და ეს დაახლოებით ერთწლიანი პროცესია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ფორმატში პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. „ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება არ არის პირველი რიგის ამოცანა. ეს არის ალბათ ერთ წლიანი პროცესი, რომელშიც მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს. ბუნებრივია, პრეზიდენტიც ამ ფორმატში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც გააჩნია საკანონდმებლო და მათ შორის საკონსტიტუციო ინიციატივის უფლება. არუნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ აქ რაღაც დაპირისპირება ხდება. შევეცდებით მაქსიმალურად კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ის დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს“, - განაცხადა კვირიკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)