|
2016-11-18 16:49:17, 1549 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია დეპუტატებს: თქვენ დადეთ ფიცი არა კონსტიტუციის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე
„კარგად იცით თქვენ, რომ ეს არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი, ყველაზე კარგად იცით, თუ როგორ მოისყიდეთ, როგორ დააშინეთ ადამიანები და ასე მოიპოვეთ ეს ხმები“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, დღეს ის დემოკრატიას და სამართლიანობას ვერ იზეიმებს. „კიდევ ერთი რის გამოც მე ვერ აღვნიშნავ ზეიმს ეს არის, ის რომ მე მაქვს განცდა დაფუძნებული ოთხი წლის სამწუხარო გამოცდილებაზე, რომ თქვენ დღეს დადეთ ფიცი არა კონსტიტუციისა და ქვეყნის წინაშე, არამედ არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის წინაშე, რომელსაც მუდმივად ოთხი წლის განმავლობაში უმტკიცებდით ერთგულებას. სამწუხაროდ მე მგონია, რომ ასევე გააგრძელებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)