|
2016-11-18 16:35:31, 1444 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„რაც ნაკლებად ახსენებენ „ნაციონალები“ საკუთარ პარტიას ჯოჯოხეთის კონტექსტში, მით უფრო ნაკლებად გაახსენდებათ მოქალაქეებს მძიმე წარსული“
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია არის ის მიზანი, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიის ძალისხმევით ვერ მიიღწევა. „ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა თითოეული ჩვენგანის, პარლამენტის თითოეული წევრის ძალისხმევა. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი თითოეული პოლიტიკური პარტია, თითოეული დეპუტატი ამ სულისკვეთებით იმუშავებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მანვე უპასუხა ირაკლი მეზურნიშვილის შეკითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მმართველი ძალის წინააღმდეგ, პირველივე სხდომიდან ჯოჯოხეთის მოწყობის შესახებ განცხადებასა და დაბალანსებული პარლამენტის შექმნის მისეულ გზებს ეხებოდა. „შემდეგი შეკითხვა, საუბარი იყო ჯოჯოხეთზე, რომელიც პირველი სხდომიდან უნდა ყოფილიყო მოწყობილი მმართველი ძალის წინააღმდეგ. რაც ნაკლებად ახსენებენ „ ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკუთარ პარტიას ჯოჯოხეთის კონტექსტში, მით უფრო ნაკლებად გაახსენდებათ საქართველოს მოქალაქეებს ის მძიმე წარსული, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. მე, როგორეც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ვიქნები ვალდებული, პირნათლად შევასრულებ ამ ვალდებულებას, რომ თითოეულ დეპუტატს მივცე საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის სათანადო შესაძლებლობა. მონდემებული ვარ, მაქსიმალურად კონსტრუქციული თანამშრომლობა ვუზრუნველყო პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატებს შორის“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)