02:40 - 22 Sep, 2026
|
2016-11-18 16:06:51, 1402 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მზად ვარ, საპარლამენტო საქმიანობაში აბსოლუტურად ნეიტრალური ვიყო
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამწუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. კობახიძემ პარლამენტის სპიკერად არჩევის შემთხვევაში, მის მომავალ საპარლამენტო საქმიანობაზე ისაუბრა: „კიდევ ერთხელ დავადასტურებ ჩემს მზადყოფნას, რომ ვიყო აბსოლუტურად ნეიტრალური ჩემს საპარლამენტო საქმიანობაში. ძალიან კარგად მესმის, თუ რა არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის როლი, ფუნქცია. ჩემს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად მესახება იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, თითოეულ დეპუტატს მიეცეს მაქსიმალური შესაძლებლობა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს საპარლამენტო მუშაობაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)