|
2016-11-18 12:50:54, 1381 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი მზადაა, პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურება დააფინანსოს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადაა სარეზერვო ფონდიდან დააფინანსოს პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურება მათი უფლებების აღსადგენად. პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს განიხილოს წინადადება, რომ სახელმწიფომ ეს ადამიანები საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის სპეციალური პაკეტებით უზრუნველყოს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ ადამიანების უფლებების აღდგენა ერთის მხრივ სამართლიანობის საკითხია, ხოლო მეორეს მხრივ რეალური წინაპირობაა შერიგებული, უფრო სტაბილური საზოგადოების შესაქმნელად. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გამოჩნდა ისიც, რომ პოლიტიკოსებს ხშირ შემთხვევაში, ამ პიროვნული ტრაგედიების არა გადაწყვეტა, არამედ მუდმივი პედალირება უფრო ხელს აძლევთ. „ამ ადამიანების ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, საკმარისი დრო გავიდა, თუმცა, დღემდე მათი უმრავლესობა უმუშევარია, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იმყოფება მძიმე მატერიალურ პირობებში და კვალავაც რჩება ნასამართლევი. ეს საკითხი მე შარშან, ყოველწლიურ მოხსენებაშიც წამოვწიე. შედეგად პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გააგრძელონ ბრძოლა საკუთარი უფლებების აღსადგენად სასამრთლო ინსტანციებში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)