|
2016-11-18 09:01:19, 697 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი დღეს რუსეთში გაემგზავრება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დღეს რუსეთში გაემგზავრება. ილია მეორე მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის მიწვევით ჩავა. უწმინდესი პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქთან და სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებთან ერთად 20 ნოემბერს ერთობლივ წირვას აღავლენს. ქათოლიკოს პატრიარი რუსეთში 24 ნოემბრამდე დარჩება. 23 ნოემბერს ილია მეორე ქართულ ტაძარს მოინახულებს და სამღვდელოებას შეხვდება. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ილია მეორის შეხვედრა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან ქვეყნის პრეზიდენტთან დაგეგმილი არ არის, თუმცა ღონისძიებების ფარგლებში პატრიარქი შესაძლოა მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელს შეხვდეს. ცნობისთვის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი (ვლადიმირ მიხაელის ძე გუნდაიევი) 1946 წლის 20 ნოემბერს ლენინგრადში დაიბადა. 2009 წლის 27 იანვარს 677-დან 508 ხმით წმინდა სინოდმა იგი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩია. 2009 წლის 1 თებერვალს კი ინტრონიზაცია შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)