|
2016-11-17 17:49:43, 1490 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: ვიქნები ხელისუფლების ოპონენტი და არა მისი მტერი
„ ხვალიდან, ზეგიდან ვიქნები ხელისუფლების ოპონენტი და არა მისი მტერი“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. უსუფაშვილის თქმითვე, ოპონირებისას მისი ამოცანა უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება იქნება: „ვარ პოლიტიკაში, ვარ ოპოზიცირ პოლიტიკურ ველზე, ამიტომ ხვალიდან, ზეგიდან ვიქნები ხელისუფლების ოპონენტი და არა მისი მტერი. ამ ოპონირებისას ჩემი ამოცანა იქნება უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება. მაასთან ყველამ ცოტა მოთმინებასაც უნდა მოვუხმოთ, ყველა ხელისუფლება, რომელიც ხალხის ლეგიტიმაციითაა აღჭურვილი და ამაში ეჭვი არავის შეაქვს, დღევანდელი მმართველი ძალა ხალხის მანდატითაა აღჭურვილი, იმსახურებს იმას, რომ მას მიეცეს გარკვეული ვადა. მე არ ვიქნები ჩასაფრებულის პოზიციაში, მაგრამ ვიქნები დაინტერესებული, რა გადაწყვეტილებები მიიღება და როგორ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)