|
2016-11-16 13:30:17, 665 ნახვა
საზოგადოება
სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა ბრატისლავას ეკონომიკურ უნივერსიტეტში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილა
სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ ბრატისლავას ეკონომიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს ბორის მატოშსთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ბრატისლავას ეკონომიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. უწყების ცნობით, საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვან უნივერისტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში გაიზრდება სლოვაკეთსა და საქართველოს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამების რაოდენობა. ელჩმა გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს სლოვაკეთში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს საქართველოში შესაბამისი კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის განვითარების კუთხით. შეხვედრის დასრულების შემდეგ რევაზ გაჩეჩილაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა ბრატისლავას ეკონომიკური უნივერსიტეტის დიპლომატიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის თემაზე „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური გეოგრაფია". ლექციაზე ელჩმა მიმოიხილა საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება. რევაზ გაჩეჩილაძემ ისაუბრა უკანასკნელ პერიოდში ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და ქართველი ხალხის მისწრაფებაზე გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკვე არსებული თანმშრომლობის ისეთი მექანიზმების მნიშვნელობას როგორიცაა „ასოცირების შესახებ შეთანხმება" და „შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ". საჯარო ლექციის დასასრულს ბრატისლავას ეკონომიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა მადლობა გადაუხარა საქართველოს ელჩს საინტერესო პრეზენტაციისათვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს საელჩოსა და ბრატისლავას ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)