21:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 16:50:11, 1338 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: პედაგოგების ჩაჭრა, როგორც მოვლენა დამთავრდა

„პედაგოგის გამოცდა ბრუნდება, რომელიც ერთ დროს იყო და მერე გაუქმდა. ოღონდ, ამ გამოცდას ბარიერი არ ექნება“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოცდაზე პედაგოგიური უნარებისა და საგნობრივი უნარების გარდა, იქნება კომპონენტი, რომელიც მშობლებთან მუშაობას შეეხება.

 „სიტყვა ”გამოცდა” არც ერთს არ ერქმევა, ეს ჩემთვის ძალიან პრინციპულია, რადგან 30 წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგის გამოცდა არაადეკვატური მგონია. ამას ერქმევა ”კვალიფიკაციის დადასტურება”, ”კვალიფიკაციის ამაღლება”, რაც გნებავთ, ოღონდ, გამოცდა და ბარიერი, არავითარ შემთხვევაში. პედაგოგიური უნარებისა და საგნობრივი უნარების გარდა, აუცილებლად იქნება კომპონენტი, რომელიც შეეხება მშობლებთან მუშაობას და ეს ძალიან მნიშნელოვანი სიახლე იქნება. მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ მშობლებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მეტად მუშაობას, მეტი დროის ხარჯვას, ამაში კრედიტებს მიიღებენ. ასევე გვექნება კომპონენტი, რომელიც  უკავშირდება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს. მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ ამ ბავშვებთან მეტი საათის გატარებას, ამაში კრედიტებს მიიღებენ. ასევე აკადემიური ხარისხი კრედიტების წყარო იქნება“,-აღნიშნა ჯეჯელავამ.

კითხვაზე თუ როდის იქნება პედაგოგიური უნარების გამოცდები, განათლების  მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს.

„მინდა გითხრათ, რომ ზამთარში საგნობრივი გამოცდა არ ჩატარდება. მოგეხსენებათ, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ყოველი გამოცდა, ბარიერიანი, მისი გაშუქება  ჩაჭრილი მასწავლებელების კუთხით  კიდევ ერთი დარტყმა იყო  მასწავლებლების პრესტიჟზე. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცუდი რაღაც. ახალ რეალობაში, ანუ რამდენ ქულასაც მიიღებსპედაგოგი, იმ დონის შესაბამის კრედიტს მიიღებს. ჩაჭრა როგორც მოვლენა დამთავრდა“,-განაცხადა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics