|
2016-11-11 11:36:34, 1316 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თეა წულუკიანი: საქართველოში ტურისტებს საფრთხე არ ემუქრებათ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტურიზმის ფედერალური სააგენტო „როსტურიზმის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის მოუწოდებს რუსულ ტურ ოპერატორებს, ტურების გაყიდვისას რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მათთვის „არსებული საფრთხეების“ შესახებ აცნობონ. წულუკიანის თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა: „ჩვენ ყველა საერთაშორისო ინდექსით აღიარებული ვართ, როგორც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, მოწინავე რიგებში მყოფი ქვეყანა, სადაც ტურისტებს არ ემუქრება საფრთხე და ის უსაფრთხოდ შეიძლება ისვენებდეს, ატარებდეს დროს და ამას აჩვენებს დიდი რიცხვი, მათ შორის რუსეთიდან მომდინარე ტურისტების, რომელიც ყოველ წელს გვყავს და უფრო და უფრო მზარდია. ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც შეიძლება ამგვარ ინფორმაციას გაეცეს“,-განაცხადა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)