|
2016-11-09 19:25:32, 1838 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ამერიკელი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს გავლენა შტატების საზღვრებს გარეთაც აქვს. როგორც მერკელმა აღნიშნა, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთო ღირებულებები აკავშირებთ. "დემოკრატია, თავისუფლება, კანონის პატივისცემა, ადამიანების პატივისცემა განურჩევლად მათი წარმოშობის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა, თუ პოლიტკური შეხედულებების, ამ ღირბეულებების საფუძველზე მე ვთავაზობ აშშ-ის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მჭიდრო თანამშრომლობას", - განაცხადა მერკელმა. გერმანიის კანცლერმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძველი და პატივსაცემი დემოკრატიაა. „ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულს, დონალდ ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატები ძველი და პატივსაცემი დემოკრატიაა. წლევანდელი საარჩევნო კამპანია განსკაუთრებული იყო გარკვეული კონფრონტაციებით, რაც რთული ასატანი იყო. მე, ისევე როგორც მრავალი თქგვენგანი, არჩევნების შედეგებეს მღელვარებით ველოდებოდი. ადამიანს, რომელიც ამერიკელმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში პრეზიდენტად აირჩია, აქვს გავლენა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ. რაც შეეხება გერმანიას, ევროკავშირში არ მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც აშშ-სთან უფრო ღრმა კავშირები აქვს. გერმანიასა და ამერიკას აკავშირებთ საერთო ღირებულებები: დემოკრატია, თავისუფლება, კანონის პატივისცემა, ადამიანების პატივისცემა მათი არმოშობის, კანს ფერის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა, თუ პოლიტკური შეხედულებების მიუხედავად. ამ ღირბეულებების საფუძველზე, მე ვთავაზობს აშშ-ის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მჭიდრო თანამშრომლობას“, - აღნიშნა ანგელა მრეკელმა.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)