|
2016-11-09 18:14:43, 2043 ნახვა
მსოფლიო
ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით ჰილარი კლინტონი ლიდერობს
ამ დროისთვის არსებული წინასწარი შედეგებით, "დემოკრატების" კანდიდატ ჰილარი კლინტონს მხარს 59,182,659 ამერიკელი ამომრჩეველი უჭერს (47.6%), მაშინ როდესაც მის ოპონენტს, "რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამპს 59,044, 897 ხმა აქვს (47.5%) ჰილარი კლინტონს ტრამპთან შედარებით 137 762 ხმით მეტი აქვს. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები საბოლოო შედეგზე არ აისახება, რადგან დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 289 ხმა უკვე მიიღო, ხოლო კლინტონმა 218 ხმა მოაგროვა. ცნობისთვის, არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა 538 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს, რაც 270 ხმას გულისხმობს. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა პრეზიდენტს არაპირდაპირი გზით ირჩევს. კერძოდ, მოსახლეობა ირჩევს ამომრჩეველთა კოლეგიას, რომელიც 538 წევრისგან შედგება. კოლეგიაში თითო შტატიდან რამდენიმე ადამიანი შედის. სწორედ ისინი ირჩევენ, პრეზიდენტს. თუ კანდიდატები ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების თანაბარ რაოდენობას დააგროვებენ, საბოლოოდ გამარჯვებულს წარმომადგენელთა პალატა გამოავლენს - ამგვარი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ 1824 წელს მოხდა. ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ და გამოაცხადონ 2017 წლის 6 იანვრისთვის. აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს გაიმართება.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)