|
2016-11-08 13:07:17, 2388 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-ჰემფშირის შტატის 3 დასახლებაში დონალდ ტრამპი ლიდერობს
ნიუ-ჰემფშირის შტატის სამ დასახლებაში გამართული კენჭიყრის შედეგად რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას CBS იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ყველაზე მეტი ხმა სოფელ მილსფილდში დააგროვა, კლინტონმა კი დასახლებებში დიქსვილ-ნოტჩსა და ჰარტს ლოკეიშენში გაიმარჯვა. სამივე სოფელში ჩატარებული არჩევნების შედეგებით, დონალდ ტრამპს 32 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ჰილარი კლინტონს კი 25-მა. ცნნობისთვის, ნიუ-ჰემფშირის შტატის კანონმდებლობა უფლებას აძლევს, სოფლებსა და ქალაქებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 100 ადამიანს არ აღემატება, საარჩევნო უბნები შუაღამეს გახსნან და მას შემდეგ დახურონ, რაც არჩევნების რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 100%-ი მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლთ ნაწილში საარჩვენო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნება. ყველაზე გვიან საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ალიასკისა და ჰავაის კუნძულების მოსახლება შეძლებს.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)