|
2016-11-07 17:14:39, 658 ნახვა
პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი GMF-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე GMF (The German Marshall Fund of the United States)-ის და რუმინეთის ასპენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება. კონფერენციის სახელწოდებაა „რამდენად დაცულია აღმოსავლეთ ფლანგი". თენგიზ ფხალაძე სიტყვით გამოვა სესიაზე - უსაფრთხოება პარტნიორულიურთიერობის გაძლიერების გზით. აღნიშნულ პანელზე იმსჯელებენ NATO-ს პარტნიორი ქვეყნების როლზე მოკლევადიან პერსპექტივაში, ვარშავის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებებისგანხორციელების და გრძელვადიან პერსპექტივაში კი, საერთო ევროპული და რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში. რუმინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თენგიზ ფხალაძე უკვე შეხვდა რუმინელ კოლეგას ბოგდან აურესკუს. შეხვდრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების, შავ ზღვაზე თანამშრომლობის გაღრმავების, ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებებისიმპლემენტაციის საკითხები. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს პრეზიდენტის რუმინეთში ვიზიტსაც.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)