23:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 12:19:40, 320 ნახვა

გიორგი მარგველაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს პაოლო ჯენტილონის შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და გაღრმავების მიმართულებები განიხილეს. საუბარი პოლიტიკურ დაეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო. 

მხარეებმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის განათლების, სამეცნიერო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს. 

ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვის მნიშვნელობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ამმიმართულებით დგამს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთლიანად რეგიონში.

ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა იტალიის პირველ დიპლომატს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილს იტალიის პრეზიდენტის მოწვევა გადასცა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო საქმეთა მდივანი თენგიზ ფხალაძე დასაქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური და საპარლამენტო მდივნები ფიქრია ჩიხრაძე და ანა დოლიძე ესწრებოდნენ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტის შემდეგ  ბაქოსა და ერევანს ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics