|
2016-11-03 12:10:57, 1435 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი: ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ -0,2% შეადგინა
2016 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,5%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) -0,2% შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 17,1%-ით გაიზარდა. „მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 0,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა შაქრის, ჯემის და სხვა ტკბილეულის (5,3 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (3,0 პროცენტი) და ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (1,8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ამასთან, ფასები შემცირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (-9,6 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (8,6 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 3,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაში 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ფეხსაცმლის ქვეჯგუფზე (10,2 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: მოცემულ პერიოდში ფასების 6,7 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები, ძირითადად, შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-16,1 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-8,8 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასები შემცირდა 3,9 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობის, მაცივრების და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების ქვეჯგუფზე (-7,6 პროცენტი) და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზე (-2,9 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 10,9 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,67 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (17,9 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელების (5,6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე”, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)