|
2016-10-29 12:20:11, 2197 ნახვა
მსოფლიო
FBI-ი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის მიმოწერით ისევ დაინტერესდა
გამოძიების ფედერალური ბიურო აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის მიმოწერით ისევ დაინტერესდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ჯეიმს კომის განცხადებით, გამომძიებლებმა ახალი ელექტრონული ფოსტა აღმოაჩინეს, რის გამოც გამოძიება განახლდა. „აუცილებელია დადგინდეს, შეიცავს თუ არა წერილები საიდუმლო ინფორმაციას“, - განაცხადა ჯეიმს კომიმ. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ პირად ელ-ფოსტის სერვერთან დაკავშირებით FBI-ის ახალი გამოძიება მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. როგორც კლინტონმა აღნშნა, არჩევნებამდე 11 დღეა დარჩენილი და ამის გათვალისწინებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღნიშნულ კითხვას პასუხი დაუყოვნებლივ უნდა გასცეს. "ამერიკელი ხალხი იმსახურებს ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიიღოს. ვიცი, რომ ივლისში მიღებული შედეგი არ შეიცვლება და გამოძიება დაადასტურებს ჩემს უდანაშაულობას", - განაცხადა კლინტონმა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 7 ივლისს, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა. ამერიკის გენერალური პროკურორი, ლორენტა ლინჩი აცხადებდა, ელექტრონული მიმოწერის საქმეზე ჰილარი კლინტონს ბრალს აღარ წაუყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ სამსახურეობრივი დანიშნულებით პირადი ფოსტის გამოყენება ფედერალური კანონით იკრძალება, რის გამოც ჰილარი კლინტონს ბოდიშის მოხდა არაერთხელ მოუწია. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კლინტონი 2009-2013 წლებში სახელმწიფო ელექტრონული ფოსტით არ სარგებლობდა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)