|
2016-10-28 19:36:43, 1308 ნახვა
კომენტარი
"სარფის საბაჟოზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება"
საქართველოში თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, სარფის საბაჟოზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ დიპლომატმა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 93-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და არანაირი ტერაქტის აღკვეთა არ მომხდარა. "ეს იყო არასწორი ინფორმაცია. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა დაწერა გუშინწინ ამის შესახებ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არ ყოფილა არანაირი ტერორისტული თავდასხმა ან ვინმეს დაკავება" - განაცხადა თურქეთის ელჩმა. ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თქმით, საბაჟოზე შექმნილი პრობლემების გადასაჭარელად მუშაობა გრძელდება. ელჩი იმედოვნებს, რომ პრობლემების გადაჭრა უახლოეს საათებში იქნება შესაძლებელი. "პრობლემები საზღვარზე არის, მაგრამ ეს ტექნიკური ხასიათის პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც პოლიცია და საბაჟოს სამსახური ცდილობს. სამწუხაროდ ეს პრობლემები ბოლო ორი დღეა გრძელდება და მათ გადასაჭრელად მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინაროებს. მსგავსი პრობლემა არ არის შექმნილი მხოლოდ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, საქართველოსთან საზღვარზე. ეს შეფერხება არის თურქეთის ყველა საზღვარზე და იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ან დღეში ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი იქნება", - განაცხადა თურქეთის ელჩმა.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)