|
2016-10-28 12:28:20, 2424 ნახვა
მსოფლიო
მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან ISIS-ის ასობით ჯიჰადისტი მოკლეს
მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ასობით ჯიჰადისტი მოკლეს, - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალირი სამეტაურო შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჯოზეფ ვოტელმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ვოტელის მონაცემებით, ოპერაციის განმავლოაბში მოკლულია დაჯგუფების 800-900 მებრძოლი. მისივე განცხადებიტთ, ერაყის ძალებს მოსულზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელება უჭირდათ, რადგან მებრძოლები მუდმივად გადაადგილდებოდნენ და მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებდნენ. დაუზუსტებელი მონაცემებით, ქალაქში შესაძლოა 5 000-მდე ჯიჰადისტი იმყოფებოდეს. ცნობისთვის, მოსულის შტურმი ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა და ქურთმა მებრძოლებმა 17 ოქტომბერს დაიწყეს. მათ საჰაერო მხარდაჭერას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ავიაცია უწევს. სამხედრო მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე კვირა, შესაძლოა, თვეებიც გაგრძელდეს. ოპერაციაში ერაყის არმიის 50 ათასი სამხედრო მონაწილეობს, ასევე ფეშმერგას რაზმების ქურთი მებრძოლები და შიიტი მოხალისეების რაზმები. ოპერაციაში ასობით ამერიკელი ჯარისკაცი, სამხედრო მრჩეველი და საჰაერო ძალებია ჩართული. ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა 57 სამხედრო დაკარგეს, 250 კი დაშავდა. ფეშმერგას მებრძოლებს შორის მოკლულია 30-მდე ადამიანი.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)