|
2016-10-25 10:44:36, 1091 ნახვა
სხვადასხვა
არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე ოსმალეთისა და ბიზანტიის იმპერიების დროინდელი 40 გემი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე ოსმალეთისა და ბიზანტიის იმპერიების დროინდელი 40 გემი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორომაციას Daily Mail-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კარტოგრაფიული ექსპედიცია შავი ზღვის ფსკერს ბულგარეთის სანაპიროსთან 1800 მეტრის სიღრმეზე სწავლობდა. მკვლევარებმა სამგანზომილებიანი ფოტოგადაღების უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენეს, რის შედეგადაც უძველესი ხომალდები აღმოაჩინეს. სპეციალისტები ინფორმაციით, გემები კარგადაა შენახული, რადგან ე.წ. მკვდარ ზონაში მდებარეობენ, სადაც ჟანგბადი და სინათლე არ აღწევს. არქეოლოგები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნულ რაიონში “გემების სასაფლაო” უნდა ყოფილიყო. ექსპედიციის ხელმძღვანელი, საუთჰემფთონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ადამსი მიიჩნევს, რომ ახალი აღმოჩენა მეცნიერებს მისცემს საშუალებას, ოსმალეთისა და ბიზანტიის იმპერიების დროს შავი ზღვის რეგიონის ცხოვრების შესახებ ბევრი სიახლე შეიტყონ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)