|
2016-10-07 11:32:03, 1387 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სააკაშვილი: ხვალ საქართველო იტყვის, რომ იმსახურებს იყოს სახელმწიფო და არა ახირებული ოლიგარქის უბრალო სათამაშო
მინდა ვუთხრა დღევანდელ მთავრობას და ხვალინდელ პოლიტიკურ ოპოზიციას, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკასვილმა განაცხადა. ექსპრეზიდენტმა საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ ხვალინდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. "ხვალ საქართველოს ისტორია მოუხმობს, თითოეულ ქართველს საარჩევნო ყუთებთან. ხვალ ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს სიბნელესა და სინათლეს შორის. ამიტომ, მაქვს თქვენი იმედი. ხვალ საქართველო იტყვის, რომ აქვს უფლება იყოს სახელმწიფო და არა ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის სათამაშო. ხვალ იმარჯვებს სიმართლე, ვინდაიდან ტყუილმა გაიმარჯვა მხოლოდ ერთხელ. ჩვენ შევცვლით საქართველოს მომავალს, როგორც განათლებით ასე ღირსეული სამუშაო ადგილებით; ვის შეუძლია ეს თუ არა გუნდს, რომელმაც მიიღო დიდი გამოცდილება როგორც მიღწევების ასე შეცდომების კუთხით", - განაცხადა სააკაშვილმა მიმართვაში. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებს ბევრი უცხოელი და ადგილობრივი დამკვირვებელი დაესწრება და არჩევნების გაყალბების შანსი არ იქნება. ”ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის დარჩენის პირობებში ქართული სახელმწიფოს არსებობაც კი დადგება ეჭვქვეშ და საქართველოს დაემუქრება გაქრობა მსოფლიო რუკიდან. ივანიშვილმა საქართველო გამოაცხადა პატარა სოფლად და როგორც კოფერფილდმა გააქრო ის საერთაშორისო ჩვენი ამოცანა არ არის წარსულში გახედვა, ჩვენი ამოცანა არ არის ვიღაცის დევნა. ჩვენი პასუხი იქნება სწრაფი განვითარება და სწრაფი აღმშენებლობა. გვაქვს დიდი გეგმები და მთელ ძალას მოვახმართ, ამ გეგმების განხორციელებას", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)