15:37 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-11 10:54:31, 334 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქველმოქმედო აქციას იმერეთში განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას განაგრძობენ. იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მამულაშვილი და მისი თანამშრომლები ქუთაისში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს, ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს.

სამართალდამცველებმა თამაზ მინდიაშვილის ხუთშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანა, მაცივარი, ლეპტოპი, ელექტროჩაიდანი, ტკბილეული და საკვები პროდუქტები მიუტანეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ასევე ესტუმრნენ მამუკა ცომაიას ოთხშვილიან ოჯახს და გაზქურა, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ელექტროჩაიდანი, ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, იმერეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ასევე მოინახულეს ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები 90 მოხუცი და მათ პლაზმური ტელევიზორი, ხორცსაკეპი მანქანა და ტკბილეული მიუტანეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას ქვეყნის მასშატაბით სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, მრავალშვილიანი ოჯახების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცებულების დასახმარებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩოს ნაწილის აღდგენა ირანის თავდასხმის შემდეგ შეუძლებელია
ზელენსკი სტამბოლში ერდოღანთან შესახვედრად ჩავიდა
სხვისი ქონების მითვისების მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული -სუს
სააკაშვილი - ახლა რაც ხდება (საპატრიარქოში) ეს არის სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics