08:47 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 11:01:58, 1424 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეს, შაჰინ ბაგიროვს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში აზერ თოფიგ ოღლუ ჰუსეინს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე, სამომავლო პარტნიორობის საკითხებს, რომელიც მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობა, საბაჟო პროცედურების ეფექტური მართვა და ფორმალობების გამარტივება, ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის მოცულობისა და ტურისტული ნაკადის გაზრდას და სხვა.

ნოდარ ხადურმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელმაც კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი რეგიონში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურებს შორის გაგრძელდება ნაყოფიერი პარტნიორობა. როგორც მან აღნიშნა, აზერბაიჯანული მხარე  გააგრძელებს ძალისხმევას გააუმჯობესოს და დახვეწოს აზერბაიჯანსა და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა, რაც  ხელს შეუწყობს რეგიონის სატრანსპორტო დერეფნის ტვირთბრუნვის მაჩვენებლის ამაღლებას. 

როგორც აღინიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურები გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში,  რათა გაიზარდოს რეგიონის სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა.

(NS)

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics