|
2016-09-30 17:20:17, 1476 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა კასპში ახალი საწარმო „ჯეოფერტში“ დაათვალიერა
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს, საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად, კასპში მდებარე მაღალტექნოლოგიური, მიკრობიოლოგიური საწარმო „ჯეოფერტი“ დაათვალიერა. „ჯეოფერტი“ ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიულ, ორგანო-მინერალურ სასუქებს აწარმოებს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოში 120 ადამიანია დასაქმებული და ცოტა ხანში სამუშაო ადგილების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება. „ჯეოფერტის“ საწარმო 12 000 კვ.მ. ტერიტორიაზე 8 თვეში აშენდა. კომპანიის წარმომადგენლების განცახდებით, ყველა ძირითადი მანქანა-დანადგარი და საწარმოო ხაზი საქართველოში დამზადდა. მათივე ინფორმაციით, კასპის რაიონში ქარხნის მშენებლობა განპირობებულია ახლოს მდებარე უნიკალური, ბუნებრივი მინერალის, თეძამის ცეოლითის საბადოს არსებობით, რომელიც ბაქტერიული სასუქის ერთ-ერთ ინგრიდიენტს წარმოადგენს. თეძამის ბუნებრივი, მინერალი ცეოლითი თავისი ხარისხობრივი და დადებითი მაჩვენებლებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. საწარმო აღჭურვილია ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებით, რომელთა მეშვეობითაც კომპანიას შეუძლია აწარმოოს მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. წარმოებაში მიმდინარე ყველა ტექნოლოგიური პროცესები სრულიად ავტომატიზირებულია, ნედლეულის მიწოდება-გადამუშავებიდან საბოლოო პროდუქციის მიღებამდე. საწარმოს შექმნისთვის გრძელვადიანი სესხი 5 600 000 აშშ დოლარის ოდენობით „ქართუ ბანკმა“ გასცა. „ჯეოფერტის“ პროდუქცია ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. (NS)
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)