|
2016-09-29 15:15:37, 1138 ნახვა
სხვადასხვა
დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონსა და კომპანია Google-ს შეთქმულებაში ადანაშაულებს
დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონსა და კომპანია Google-ს შეთქმულებაში ადანაშაულებსб - ამის შესახებ BBC იუწყება. პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მტკიცებით, Google-ის საძიებო სისტემა მისი მეტოქე კლინტონის შესახებ უარყოფით ამბებს ფილტრავს. Google-ის გამოკითხვის თანახმად, ჩვენ მთელ ქვეყანაში ორი პუნქტით ვლიდერობთ. ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ Google-ის საძიებო სისტემა ჰილარი კლინტონის შესახებ ცუდ ამბებს არ ავრცელებს. როგორ მოგწონთ ეს?” - განაცხადა ტრამპმა. ცნობისთვის, ანალოგიური ბრალდება Google-ის მისამართით ადრე ვებგვერდ SourceFed-ზეც გავრცელდა. მოგვიანებით ის რუსულმა სახელმწიფო სააგენტო “სპუტნიკმა” აიტაცა. მედიის ინფორმაციით, ინტერნეტ-კომპანიის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საძიებო ვებგვერდის მუშაობის ალგორითმში არ ერევიან.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)