|
2016-09-28 14:00:14, 632 ნახვა
ჯაფარიძე: ბურჭულაძე, რომელიც თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდის, ხელფასის სახით 60 ათას ლარს იღებს
პაატა ბურჭულაძეს აინტერესებს მხოლოდ ფული საკუთარი ჯიბისთვის. ამ გაჭირვებული პარტიიდან და ბლოკიდან პაატა ბურჭულაძე, რომელიც თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდის, ყოველ თვე ხელფასის სახით იღებს 60 ათას ლარს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯაფარიძის თქმით, პაატა ბურჭულაძის განცხადება, რომ „გირჩს“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, სიცრუეა. „სჭირდებათ რაღაც მიზეზი, რომ დაასახელონ, აიღეს ყველაზე მარტივი და ბანალური მიზეზი, ჩვენ თითქოს ბიძინა ივანიშვილისაგან ვფინანსდებით. სინამდვილეში შეხვედრას, რომელზეც მე გუშინ მოვყევი, ესწრებოდა 30-მდე ადამიანი და იმ შეხვედრაზეც ჩანდა, რა იყო მიზეზი. მიზეზი იყო ულტიმატუმი, რომელიც მე წამომიყენა ბურჭულაძემ და მომცა ერთ საათიანი ვადა, რა ვადაშიც უნდა მომეტანა რაღაც ფინანსები, სხვა შემთხვევაში ის აპირებდა, „გირჩის“ წევრები ამოეშალა სიიდან, რაზეც მე ვუთხარი უარი და უარი ვუთხარი იმაზეც, რომ თვითონაც დავრჩენილიყავი სიაში”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძეს აინტერესებს მხოლოდ ფინანსები და არ აინტერესებს არც საქართველო, არც რეფორმები და საერთოდ არაფერი. „მაღალი ალბათობით პაატა ბურჭულაძე ამ არჩევნებზე იშოვის ბევრ ფულს და გაქრება პოლიტიკიდან. ადრე მისი ასეთი ინტერესი ფინანსების მიმართ არ შეგვიმჩნევია, რადგან როდესაც ჩვენ მათ შევუერთდით დაგვხვდა ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის ფინანსური პრობლემები. ათობით ათასი კოორდინატორი, რომლებსაც ხელფასები არ ჰქონდა აღებული. ჩვენ ვეცადეთ, რომ აგვეწყვო ფინანსები, შეგვეჯერებინა ჩვენი პროგრამები, საბოლოო ჯამში დამთავრდა ყველაფერი იმით, რომ ამ ადამიანს აინტერესებს მხოლოდ ფული საკუთარი ჯიბისთვის. ამ გაჭირვებული პარტიიდან და ბლოკიდან პაატა ბურჭულაძე, რომელიც ვერ უხდის თანამშრომლებს ხელფასებს, ყოველ თვე ხელფასის სახით იღებს 60 ათას ლარს."გირჩს" და მე ვერავინ ვერასდროს დაგველაპარაკება ასეთი ტონით, არც ერთი საპარლამენტო ადგილი არ გვიღირს იმად, რომ ვინმე ასეთი ტონით გველაპარაკოს და გვაშანტაჟოს”, - აღნიშნ ზურაბ ჯაფარიძემ. რაც შეეხება კითხვას აპირებს თუ არა ბურჭულაძის პარტიის დატოვებას გიორგი ვაშაძის მოძრაობა, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. „გუშინ ვესაუბრე ვაშაძეს და ჯერ კიდევ ფიქრობდა. დღეს არ მქონია კომუნიკაცია და არ ვიცი რას აპირებს. რაც შეეხება სიიდან ამოშლას ოფიციალურად, სიიდან ჩვენ მხოლოდ ცალმხრივად, ბურჭულაძის პარტია ვერ ამოგვშლის, რადგან ბლოკია და ორ სუბიექტიანია. არ ვიცი ისინი რას იზამენ, მაგრამ ამას ჩვენ გავაკეთებთ და ცესკო-ს დღესვე მივმართავთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)