|
2026-06-26 21:48:57, 4380 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარტია "გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად და მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელ პირებს როგორც პროფესიული, ისე პერსონალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. სიჭინავას თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს საზოგადოებას ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნას, თითქოს ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციის მხრიდან დაიწყო, რაც რეალობას არ შეესაბამება. "დღეს საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ ღირსებააყრილი, მატყუარა, არაკომპეტენტური პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს და სიმართლესთან ბრძოლა გადაწყვიტა საკუთარი „ქოცური“ "ზონდერული" დაჯგუფების საშუალებით. ამ ხნის განმავალობაში ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ებრძვიან სიძულვილის ენას. მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა გახდა „ოცნების“ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ნიშანი, რომელიც ნოემბერ-დეკემბრიდან ფიზიკურად უსწორდება სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ქიმიურად წამლავს მათ. სისტემური ძალადობა გახდა „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი. დღეს, ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერ - მინისტრად და ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამაყობდით ოლიმპიური ჩემპიონებით, რომლებსაც უამრავი სიხარული მოუტანია ჩვენთვის, სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ოლიმპიური ჩემპიონები „ქოც ზონდერებად“ აქცია. ჩვენ ვნახეთ როგორი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხდებოდა საქართველოს პარლამენტში. ძალადობის ფაქტებმა უკვე პარლამენტშიც შეაღწია. „ქართულ ოცნებას“ არავისთან არაფრის გადატვირთვის არც უნარები გააჩნია და არც კომპეტენცია. საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. სიმართლეს ძალადობით უპირისპირდება. ნამდვილად არ აქვს რესურსი ამ ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებად იწოდებოდეს და მართავდეს ამ ქვეყანას. ფაქტი ერთია, რომ ეს ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, მათ შორის, ყველას პროფესიული და პერსონალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ იმ ფაქტებზე, რაც დღეს ხდებოდა საქართველოს პარლამენტში. მადლობა ჩემ თანაგუნდელებს, რომლებიც იბრძოდნენ ღირსეულად, სიმართლით, სიტყვით საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, ოკუპაციის წინააღმდეგ ხმამაღალ სიტყვას ამბობდნენ პარლამენტში და დღეს ირაკლი კობახიძეს არაფერი არ ჰქონდა სალაპარაკო. ირაკლი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ამ ქვეყანაში გავრილოვი ჩამოიყვანა და სტიქიურ უბედურებად იქცა 2019 წლის 20 ივნისი. რომლის სახელსაც მიეწერება გავრილოვის ვიზიტი, ბაქოში დამალვა, სხვის მიერ გაკეთებული განცხადება მისი გადადგომის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თითქოს „ნაცების“ გასამართლებას ჰპირდებოდა საზოგადოებას, საკუთარი თანაგუნდელების დაჭერით დაიწყო მოღვაწეობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გაანადგურა საკუთარი პარტია და საკუთარი პარტიის თავის ტკივილადაც იქცა. პრემიერი, რომლის სახელსაც უკავშირდება დანგრეული პარტნიორობა აშშ-თან. შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი, ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმი“, დარბეული ახალგაზრდობა, დემოკრატიის და თავისუფალი აზრის გამომხატველი კანონმდებლობის მიღება, რუსული კანონი და ა.შ. დღეს კი საბოლოოდ გაფორმდა ირაკლი კობახიძის მთავრობა მოძალადე მთავრობად", - თქვა ბერდია სიჭინავამ.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)