|
2016-09-27 12:22:20, 1508 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების მიზნით, მრგვალი მაგიდის ფორმატის მნიშვნელობაზე საუბრობს
მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე მრგვალი მაგიდის ფორმატის პირველი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაა. შეხვედრაში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მედიასთან შეხვედრის მნიშვნელობაზე და განხილულ საკითხებზე ისაუბრა: „დღევანდელ შეხვედრაში გამოვყოფდი ორ ძირითად ასპექტს,ეს არის ჩართულობა და ეს არის მიდგომა მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, რომ მის დონეზე იყოს მიდგომა, გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და იმ ნაბიჯებში, რომელსაც მთავრობა გადადგამს ეკონომიკური რეფორმების კუთხით, თუ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების კუთხით. ამ ჩართულობის მნიშვნელობა ხაზგასმული იქნა ბიზნესის მხრიდან და ისინი მიესალმნენ ამ ფორმატის და დისკუსიის არსებობას. შექმნილი არის ინვესტორთა საბჭო, ასევე DCFTA-ის,ანუ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკონსულტაციო საბჭო, ამ მიმართულებით მიმდინარეობს ურთიერთგაცვლა ინფორმაციის, თუ რა საჭიროებები აქვს ბიზნესს და რა ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა, რომ მოხდეს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროკავშირის ბაზართან, როგორც მოგეხსენებათ DCFTA-ის იმპლემენტაციის შემდეგ ორი წლის განმავლობაში ევროკავშირი გადავიდა პირველ ადგილზე ჩვენ სავაჭრო პარტნიორებში და იგი უკვე ერთ მესამედს იკავებს ჩვენი ვაჭრობისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებაა. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი - დღეს წარმოდგენილი იყო ყველა ბიზნესასოციაცია - მსხვილი, სავაჭრო პალატა, ბიზნესასოციაციაც,ევროკავშირ-საქართველოს საბჭო და სხვები, თითქმის ყველა ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ევროკავშირთან DCFTA---ის იმპლემენტაციის პროცესში და ჩვენ მათთან ერთად განვიხილეთ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობები. ჩვენ დღეს ვახორციელებთ სპეციალური კომუნიკაციის პროგრამას, რეგიონებში ხდება ვიზიტები, როგორც ეკონომიკის, ისე ევროატლანტიკური სამინისტროსი და ასევე ექსტენციის ცენტრები, რომლის მეშვეობით მიეწოდება ინფორმაცია რეგიონებში. მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ასევე რომ კერძო სექტორმა, ასოციაციებმა, საავაჭრო პალატამ როგორ უნდა მიიტანოს მეტად ინფორმაცია, ასევე სხვა ბიზნესასოციაციებმა და რა როლი აქვს ამაში ევროკავშირს. ისინი აფინანსებენ სპეციალური პროგრამით და კიდევ მზად არიან გააგრძელონ ეს დახმარება თითოეულ ბიზნესთან, თითოეულ მეწარმესთან რეგიონში მივიდეს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა უნდა გააკეთონ მათ იმისათვის რომ ისარგებლონ ევროკავშირთან გახსნილი თავისუფალი ვაჭრობით. ასევე მესამე ძირითადი საკითხი - ვიმსჯელეთ ჩვენ იმ პროგრამებზე,რომელიც ეხმარება ბიზნესს ევროპული სტანდარტბის დანერგვაში და ამ მიმართულებით როგორც სახელმწიფოს პროგრამები, ასევე ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული პროგრამები ევროკავშირის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც გულისხმობს ლარში სესხების გაცემას ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, იმ შემთხვევაში თუკი თავისუფალი ვაჭრობა არის მიზანი, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა დონორები”,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)