15:39 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 17:48:14, 703 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მსჯავრდებულებს კონსულტაცია გაუწიეს

40-მდე მსჯავრდებულს,  სასჯელაღსრულების 7 სხვადასხა დაწესებულებაში, მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ.

ამასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, 20-23 სექტემბერს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ღონისძიების ფარგლებში, პატიმრებს, დაბეგვრის შეღავათიანი წესის შესახებ, გაეწიათ კონსულტაცია. მსჯავრდებულებს განემარტათ, რომ მინიჭებული სტატუსით, გათავისუფლების შემდგომაც  შეუძლიათ ისარგებლონ.

მსჯავრდებულთა რეგისტრაცია, როგორც გადამხდელ ფიზიკურ პირად, ასევე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის www.rs.ge - ის მომხმარებლად, მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე განხორციელდა.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებით, მსჯავრდებულებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ შექმნილ ონლაინ მაღაზიაში, პენიტენციურ დაწესებულებაში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციის უფლება მიეცათ. მათ რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზე, საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #96 დადგენილების 13 მუხლის საფუძველზე, ბრალდებულები/მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ საგადასახადო ორგანოს მიერ, მიკრო ბიზნესის სატატუსის მინიჭებისათვის,  დამტკიცებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთი გაბედული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ – გაიცანით ანასტასია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი UWC პროგრამაში
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ
„გაიარე მეტი“ ანტარქტიდაზე - „თეგეტას“ მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია „ცისკარი“ სტარტისთვის ემზადება
შსს: 1 ოქტომბრის აქციაზე ენმ-ს გაფრთხილება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics