08:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 10:09:57, 890 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მეტროპოლიტენში მუშაობა დროებით შეჩერებული იყო

თბილისის მეტროპოლიტენში მუშაობა დროებით შეჩერებული იყო

თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს,  დღეს, 08:55 წუთზე მეტროსადგურ „ნაძალადევში“ მოძრავ შემადგენლობას ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, რის გამოც ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეჩერება გახდა საჭირო.

„ნაძალადევის მეტროსადგურში მოძრავ შემადგენლობას ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა. სანამ მოხდა ხარვეზის ადგილზე აღმოფხვრა, რომ ეს შემადგენლობა გადაეყვანათ ჩიხში და სათადარიგო მოძრავი შემადგენლობა გამოეყვანათ, დაახლოებით 25-30 წუთი, ახმეტელი-ვარკეთილის მონაკვეთზე შეფერხდა მოძრაობა. მოძრაობა შეფერხდა დაახლოებით 8:55 საათზე, 09:30  საათზე კი, ვარკეთილი-ახმეტელის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, მომხდარის გამო საბურთალოს ხაზზე მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეფერხებულა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics